ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი, საბჭოთა პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ჩამოდის "დაბადების დღეზე საგულაოდ", მაშინ, როცა გალიდან პენსიის ასაღებად ზუგდიდში გადმოსულ მოქალაქეებს 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ.
"ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგუალაოდ. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად, 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში.
ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია". - წერს ელენე ხოშტარია.